logo
ENG



წულუკიანი: საგანგებოს გახანგრძლივებაზე მსჯელობა ვადის ამოწურვასთან ერთად უფრო გააქტიურდება

10 აპრ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საგანაგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მედიის კითხვებს პასუხობს და ადასტურებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა უფრო აქტიურად მთავრობა საკითხს ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად განიხილავს.

"ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა ვადიანია, მისი ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა უფრო აქტიური გახდება. როგორც კი დრო მოახლოვდება, მსჯელობაც უფრო აქტიური გახდება და გადაწყვეტილება მიიღება ორი ფაქტორის გათვალსიწინებით, ესაა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ამ ნაწილში ჩვენ გავითავლისწინებთ სპეციალისტების რეკომენდაციებს. შემდეგ კი სხვადასხვა უწყების მხირიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები, რათა ეფექტურად გაგრძელდებს ვირუსთან ბრძოლა. აქ ასევე გასათვალისწინებელია საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც, რადგან ეს მხედველობაში მიღებულია, როცა მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ყველა უმკაცრესადა იცავს წესებს ყველა, შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა. მთავარია ის, რომ, რა თქმა უნდა აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე",-განმარტა წულუკიანმა.


close დახურვა