logo
ENG



წულუკიანი აქციაზე: არაერთისთვის იყო იმედგაცრუება, არ მისულან გადატრიალებაზე მოსასმენად

21 ივნ 202213:34
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი აქციაზე: არაერთისთვის იყო იმედგაცრუება, არ მისულან გადატრიალებაზე მოსასმენად

გუშინდელი აქცია, რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ყველანი ჩვენ, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო. ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა.

ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება, იმიტომ, რომ ისინი იქ არ მისულან იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცული მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით.


close დახურვა