logo
ENG



წულუკიანი ენამხვილურად გიგებთ დებატებში და ამიტომ ესხმით თავს - კილაძე კაპანაძეს

13 ივლ 202016:14
3 წუთის საკითხავი
 
8rmhbuwe5zzvztw.jpg

"საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებშიც და ამიტომ ესხმით თავს", - ასე პასუხობს მმართველი გუნდის დეპუტატი სოფო კილაძე ევროპული საქართველოს მოთხოვნას თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფრაქციას წულუკიანისთვის კითხვების დასმა ორი დღით ადრე, "უფრო ფართო ფორმატში" შეეძლო:

„რამდენადაც ვიცი, გარკვეული ტექნიკური თემები არის, რაც შეიძლება პირდაპირ მინისტრს არ ეხებოდეს აღდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, აღსრულდება გადაწყვეტილება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - მესმის, რომ წულუკიანი თქვენი პარტიისთვის, ვგულისმხობ ფართო პარტიას და არა ევროპულ საქართველოს, განსაკუთრებული თავდახმის საკითხია. თქვენი დამოკიდებულებაა გამორჩეულ ლიდერებზე თავდასხმა - ამ ჯერზეც ასეთ თემასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ესხმით თავს. საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებშიც და ამიტომ ესხმით თავს", - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს - ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, იუსტიციის მინისტრმა პასუხი გასცეს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ კითხვებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანი არ აღასრულებს კანონს და ბაჩანა შენგელიას, აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯერ კიდე არ აღუდგენს საქმიანობის ნებართვას.


close დახურვა