მისასალმებელია ბატონი ვარჰეის საპასუხო განცხადება და განმარტება. ჩვენც და მთელს საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებოდა თვითონ სიტყვების ავტორის მიერ ამ ყოველივეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს [ფიცოს ხსენება] იყო არა რაიმე ტიპის განზრახვა მუქარასთან დაკავშირებით, არამედ, ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე, სიტყვის მასალად, გამაფრთხილებელი ფორმით გაკეთებული და მაგალითად მოყვანილი, როგორც ამას თავად კომისარი ამტკიცებს. ეს ის კომისარია, რომელიც ძალიან ხშირად დახმარებია საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში, ხელშემწყობი პოზიცია ჰქონია. რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს ნამდვილად აღიქმება მუქარად მის მიერ, ვინც ამას ისმენს.
წულუკიანი ვარჰეიზე: რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ეს ნამდვილად აღიქმება მუქარად
24 მაი 202400:07
3 წუთის საკითხავი