logo
ENG



წულუკიანი ლუკ კოფის ინიციატივაზე:ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

25 ოქტ 201911:00
3 წუთის საკითხავი
 
0waotid1jhm4wkl.jpg

"ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მე ეს ინიციტივარ ვიცი. თქვენგან მესმის და აქედან გამომდინარე, თქვენგან გაგებულ ინიციატივაზე, კომენტარს ვერ გავაკეთებ,"- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლუკ კოფის ინიციატივის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საუბარია, „ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარის, ​ანალიტიკოს ლუკ კოფის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გამოგზავნონ. ინიციატივა ლუკ კოფიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. იგი წერს, რომ საქართველო დღეს ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.

"სირიიდან გასული ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შესაძლოა, გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს ძალა, რომელიც სწრაფად მოახდენს რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ აისის-ი აღდგება. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა, რომელიც სულ რაღაც 460 მილითით არის დაშორებული რაქადან. საქართველო ახლა უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე ერაყი"-წერს კოფი.



close დახურვა