logo
ENG



წულუკიანი პატრიოტთა ალიანსზე: სანამ აუდიტი შედეგს არ დადებს, სპეკულაცია პროცესს უფრო ძაბავს

01 სექ 202023:12
3 წუთის საკითხავი
clock 392
1ecso7asitwxwtc.png

"სანამ სახელმწიფო აუდიტი თავის შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "პატრიოტთა ალიანსის" ფინანსური გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ პრობლემა გამოიკვეთება, საქმე კომპეტენტურ უწყებას გადაეცემა.

"ჩვენ მოვისმინეთ რა თქმა უნდა ინფორმაციები, მოვისმინეთ ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით თავად „პატრიოტთა ალიანსის“ კომენტარი, შეპასუხება და სხვა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვთვლი, რომ არის სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოებული ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ყველანი ალბათ უნდა დაველოდოთ ამ პროცედურის დასრულებას, რადგან როგორც ვიცით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური როდესაც სწავლობს ამგვარ საკითხებს, თუკი იქ პრობლემა გამოიკვეთება, შემდეგ საქმე გადაეცემა კომპეტენტურ უწყებას, იქნება ეს საგამოძიებო უწყება, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვა", - განაცხადა წულუკიანმა.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს გამოძიების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ.


close დახურვა