logo
ENG



წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში თბილისის დინამო პრო-რეკოსთან დამარცხდა

05 თებ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ იტალიურ პრო-რეკოს უმასპინძლა და ანგარიშით 3:13 დამარცხდა.

პრო-რეკო ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. იტალიელები გათამაშების ცხრილს 6 მოგებით და 2 მარცხით ლიდერობენ, დინამომ კი ჩემპიონთა ლიგის 8 შეხვედრაში 8 მარცხი განიცადა.

საინტერესოა, რომ თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე 2000-2001 წლებში პრო-რეკოს ღირსებას იცავდა.

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრას 21 თებერვალს გერმანიაში ჰანოვერის წინააღმდეგ გამართავს. 


close დახურვა