logo
ENG



წყალდიდობა გორში - ორმა მწყემსმა ღამე ხელოვნურ კუნძულზე გაათენა

25 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 

გორში, წყალდიდობის გამო ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი 6 მწყემსიდან, მაშველებმა ოთხის გადმოყვანა შეძლეს. ორმა მწყემსმა კი ღამე კუნძულზე გაათენა, რათა პირუტყვი ნადირისგან დაეცვათ. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს. როგორც მწყემსები აცხადებენ, გუშინ დილით, როდესაც პირუტყვი საძოვრად გაიყვანეს, მდინარე საკმაოდ  დაბალი იყო. შემდეგ კი მოულოდნელად ის ჩაიხერგა და წყლის ნაკადი სწორედ იმ ადგილისკენ გადმოვიდა, სადაც პირუტყვს აძოვებდნენ. ვარაუდობენ რომ წყლის დონე დაახლოებით სამ დღეში დაიწევს.


close დახურვა