logo
ENG



წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

09 ივლ 202010:39
3 წუთის საკითხავი
 

ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით, წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ 17 წლის გოგონა წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმის შახტში გარდაცვლილი 1 ივლისს იპოვეს.


close დახურვა