![mvi449t9w8fbx5s.png](/uploads_script3/news/mvi449t9w8fbx5s.png)
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ წყალტუბოს ჩრდილოეთით, 6 კილომეტრში, სოფელ ყუმისთავთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.