logo
ENG



წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ლისზე აქცია გაიმართა

31 იან 202113:16
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ლისის, წოდორეთისა და მუხათწყაროს მოსახლეობამ, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ არც სასმელი და არც სარწყავი წყალი მიეწოდებათ.

მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მთავრობასთან და GWP-სთნ არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

"არ გვაქვს არც სასმელი და არც სარწყავი წყალი. არაერთხელ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას, მცხეთის მუნიციპალიტეტს, GWP-ს, სოფელწყალს, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დამფუძნებელი ანა დოლიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან თანხები გაიფლანგა და მოსახლეობა წყლის გარეშე დატოვეს.

"ჩვენს წინაშეა ამ შემთხვევაში უკვე ლისის დასახელბაში სისტემური პრობლემა, რომელსაც ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ტყუილად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და ბაყბაყ-დევი კომპანიები, რომლებიც ამ ფულს ხარჯავენ და მიუხედავად ამისა, ამ დასახლებაში დღესაც არ არის არც სასმელი წყალი გაყვანილი და არც კანალიზაცია", - განაცხადა ანა დოლიძემ.


close დახურვა