logo
ENG



წყნეთში სამართალდამცველს მოქალაქის შემოწმებისას იარაღი გაუვარდა

19 აპრ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 

წყნეთში, 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, დეტექტივს "დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა".


close დახურვა