logo
ENG



ჭიაბერაშვილი:მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება

28 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შეცვლისა და მოქალაქეთა დასახმარებლად ბიუჯეტის გამჭვირვალედ მიმართვისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ირკვევა, რომ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პრემიე-მინისტრმა წარადგინა ყველა მოქალაქეს თანაბრად არ ეხება და ეს გარკვეულ უსამართლობის განცდას ტოვებს.

მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება. ეკონომიკური კუთხით აუცილებელია გადასახადების შემცირება რათა მეტი ფული დარჩეს ხალხს. მოქალაქეებს და ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა, რადგან ამაზე უფრო დიდი გასაჭირი ძნელად წაროსადგენია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გვქონდეს და რაც ყველაზე მთავარია სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმართოს საბიუჯეტო თანხები მოქალაქეთა დასახმარებლად. ამის კონკრეტული მაგალითია ის, რომ პარასკევს გახარიამ გამოაცხადა გარკვეული შეღავათები თითქოს და ნელ-ნელა ირკვევა, რომ ეს მოქალაქეთა დიდ ნაწილს არ შეეხება და ეს დიდი უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოებაში. მთავრობამ არამარტო თავისი მცდარი სტრატეგია უნდა შეცვალოს, არამედ რაც შეიძლება გამჭვირვალედ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ყველა ამ პუნქტთან დაკავშირებით“,-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 


close დახურვა