logo
ENG



ჭიაბერაშვილი: აუცილებლად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას

12 თებ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/12/z8rxohj6af788uw.jpg

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საქართველოდან "გვერდზე გაიწევა". ჭიაბერაშვილმა ვრცელი განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და საკუთარი გადაწყვეტილება პოლიტიკური ვითარების სიმწვავითა და ახალი თაობისთვის ასპარეზის დათმობის აუცილებლობით ახსნა. 

"თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება", - წერს პოლიტიკური ვითარების ვრცელი მიმოხილვის შემდეგ ჭიაბერაშვილი. 

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ საჯარო ცხოვრებას არ შეწყვეტს, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს. 

"აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკან დახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას", - წერს ჭიაბერაშვილი. 

მისი პარტიიდან წასვლა დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებების პარალელურად ხდება. ევროპულ საქართველოში მიმდინარე გადაჯგუფების შედეგებს, პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს.  


close დახურვა