logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ფართო დიაგნოსტიკა საუკეთესო საშუალებაა, რომ ვირუსის გავრცელება შევაკავოთ

27 აპრ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპულ საქართველოში“ ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე საუბრობენ. პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ტესტირების ეს მეთოდი ეპიდვითარების ზუსტი სურათის დასანახად საუკეთესო გამოსავალია.

მისივე განცხადებით, აგრესიული ტესტირების პირობებში საავადმყოფოებს გადატვირთვაც არ ემუქრებათ, რადგან უსიმპტომო ინფიცირებულების მკურნალობა სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

„ფართო დიაგნოსტიკა არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ შევაკავოთ სათანადოდ ვირუსის გავრცელება და შესაბამისად, მოგვეცეს საშუალება რომ მეორე მხარეს, როცა საქმე ეხება სახლებიდან გამოსვლას და შეზღუდვების თანდათან მოხსნას, ეს პროცესიც იყოს ადეკვატურად მართული, არ გვიწევდეს იმაზე მეტი ეკონომიკური ზიანის მიღება, ვიდრე ამას მივიღებდით თუ პროცესი იქნებოდა სათანადოდ მართული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიმოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 


close დახურვა