ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები კორონავირუსის დაფიქსირებას სათანადოდ მომზადებულები ვერ შეხვდენენ. გეგმა, რომელსაც სახელმწიფო ახლა წერს და მათ მიერ გატარებული ყველა სახის ღონისძიებები ვირუსის დაფიქსირებამდეც უნდა შესრულებულიყო.
დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რისკ-ჯგუფის მქონე ქვეყნებიდან მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც კი, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.
„საზოგადოებრივი გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ არის. ამით ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე დავიჭირეთ შემოსული შემთხვევები და არ მოხდა მათგან გავრცელება. თუმცა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მოვუწოდებ იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოესი ორი კვირა გვიჩვენებს და ამის შემდეგ შეიძლება უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება“, - განაცხადა იმნაძემ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, ვატო სურგულაძის თქმით, მოსახლეობას სახელმწიფოს მიმართ დაბალი ნდობა აქვს, რადგან შესაბამისი უწყებები სათანადოდ არ არიან მოზადებული.
„გეგმას ახლა წერენ და ეს ყველაზე ცუდია, რაც ხდება. გეგმა გამზადებული უნდა იყოს. ამას ვერ ვხედავთ. თუმცა, მცდელობები წავიდა და ცდილობენ კარგი გააკეთონ, ეს მისასალმებელია. პანიკა რომ არ იყოს, მოსახლეობას უნდა ქონდეს მთავრობის რწმენა, რაც ჯერჯერობით დაბალია“, - განაცხადა სურგულაძემ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს მედიკოსების მიერ მიცემული რეკომენდაცია და ადამიანები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.
„ძალიან ბევრი საკითხია, სადაც მთავრობა კუდში მიყვება მოვლენებს. შფოთის საფუძველი სწორედ ესაა, ვირუსის გავრცელების მასშტაბი რომ გაიზარდოს, როგორ მოვერევით საზოგადოება და როგორ მოერევა მთავრობა ამ პრობლემას. დიდი დიაპაზონია პანიკასა და არხეინობას შორის. უნდა შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოდის. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელტაც თუ ვირუსი დაემართათ, შეიძლება, ეს სასიკვდილოთ დამთავრდეს. ჩვენ თუ ვართ სოლიდარული საზოგადოება, უნდა მოვიქცეთ წესების მიხხედვით“, - განაცხადა წიაბერაშვილმა.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.