ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი.
როგორც "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.