logo
ENG



ჭიჭინაძე: მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს! მინდა სოლიდარობა გამოვხატო

23 თებ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/23/hezqw42fbpp4bug.jpeg

"მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“ - მინდა, ამ სიმბოლური ტექსტით სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი, - წერია რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

"ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, "მეგობრებო". ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ყოველთვის ასე იქნება.

თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ, ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია", - წერს ანდრო ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.

19 თებერვალს, რუსთავი 2-ის გადაღებისთვის  აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერი, რასაც მსახიობების პროტესტი მოჰყვა და ბანერი ფასადზე დააბრუნეს, 20 თებერვალს კი ისევ ჩამოხსნეს.

8 მსახიობმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.

close დახურვა