logo
ENG



ხაბეიშვილი: მოვუწოდებ პროკურატურას, დაკითხოს კახი კალაძე და მისი მოადგილეები

07 ოქტ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
yuhhololgh2cmg6.jpg

 

აუდიტის სამსახურმა 2014-2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიას ამ წლებში 76 000 000 ლარი ზარალი ჰქონდა, პარალელურად, გაცემულია 12 000 000 ლარის პრემია-დანამატი. ასევე, აუდიტის ცნობით, ერთი ადამიანის სატელეფონო მომსახურებაში 5 დღეში 29 000 ლარი არის გადახდილი ბიუჯეტიდან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, იმდროინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ელექტროსისტემა გაძარცვა. „კალაძე რომ ენეგრგეტიკის მინისტრი იყო, პრაქტიკულად, გაძარცვეს სახელმწიფო ელექტროსისტემა. მოვუწოდებ პროკურატურას, დაკითხონ კახი კალაძე და მისი მოადგილეები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა

 


close დახურვა