logo
ENG



ხაბეიშვილი მელიას: არჩევნები სჭირდება ენმ-ს, მოწოდება პროცესის შეწყვეტისკენ, უცნაურია

04 მაი 202315:52
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი მელიას: არჩევნები სჭირდება ენმ-ს, მოწოდება პროცესის შეწყვეტისკენ, უცნაურია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პასუხობს ნიკა მელიას და აცხადებს, რომ შიდაპარტიული არჩევნები პარტიას სჭირდება.

დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ენმ-ის წინაშე ახლა უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევაა, რაც პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკავშირდება და "აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი".

"არჩევნები ჩანიშნულია. არჩევნები სჭირდება პარტიას, მათ შორის იმისთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც აქტიურობისთვის იქნება მნიშვნელოვანი, პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. ენმ აღარ იმართება კაბინეტიდან. ვეღარ გაიმართება და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელობის ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეწყვეტს. ეს წარმოუდგენელი რამეა. პოლიტიკურ ,"- თქვა ხაბეიშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში რეგიონული არჩევნები 17-20 მაისს ჩატარდება. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში ჩატარდება არჩევნები და ენმ-ის ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.


close დახურვა