logo
ENG



ხაბეიშვილი პოლიციელებს: 350 დოლარად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე

14 ნოე 202103:29
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი პოლიციელებს: 350 დოლარად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს მიმართავს.

ის აღნიშნავს, რომ "რუსული ოცნება ძალოვნების უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კლავს მესამე პრეზიდენტს". 

"პოლიციელები, ძალოვნები ყველა ვინც ხელს უწყობთ რუსებს, სახელმწიფოს მტრებს, ოკუპანტებს მესამე პრეზიდენტის სიკვდილში და იცავთ კობახიძეებს, მდინარაძეებს, ღარიბაშვილებს ისტორიაში ჩაიწერებით - მკვლელობის ორგანიზების თანამონაწილეები რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად.

1000 - 1300 ლარის გამო რომ პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე ხარ ამას მოუყვება ისტორია თქვენს მომავალ თაობას. უდიდესი ლაქა დაგრჩებათ ცხოვრებაში და ვერასდროს იქნებით წელგამართულები, ამაყები ... ბიჭებო, რუსული ოცნება თქვენი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კლავს მესამე პრეზიდენტს ...

350$ - ად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და თაობებს ნუ დაუტოვებ უმძიმეს იარას", - წერს ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე. 


close დახურვა