logo
ENG



ხაზარაძე: ხმის უფლების წართმევა არავის არ გასვლია და არ გაუვა არც ქართულ ოცნებას

25 ნოე 201920:26
3 წუთის საკითხავი
 
64y4pctkeyc3ngj.png

„ხმის უფლების წართმევა არავის არ გასვლია და არ გაუვა არც ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძე აკეთებს. მისი განცხადებით, ქართველი ერი არასდროს არ შეეგუება ტყუილში ცხოვრებას, ხოლო ამ ტყუილის გროსმაისტერი არის ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ძალიან მალე ქართული ოცნება ჩაალაგებს ჩემოდნებს და წავლენ პოლიტიკიდან.

„მოძრაობა „ლელო“ წარმოდგენილი ვართ, როგორც ალტერნატიული ძალა, რომელიც ცდილობს იმ წართმეული უფლების აღდგენას რომელიც საზოგადოებას წაართვეს. ჩვენ როგორც ამის გამაპროტესტებელი ძალა, არ გვინდა ქვეყანა ვიხილოთ ორპოლუსიან სისტემაში. გვინდა, რომ პარლამენტი წარმოდგენილი იყოს მრავალპარტიული ფონით და სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ მოსულები. პროტესტი გრძელდება, რამეთუ ხმის უფლების წართმევა არავის არ გასვლია და არ გაუვა ქართულ ოცნებას. ყველა ის ადამიანი, რომელიც ტელევიზორით უყურებს მიმდინარე პროცესებს, ყველა ხვდება, რომ მათი უფლებები ფუნდამენტალურად შეილახა. ქართველი ერი არასდროს არ შეეგუება ტყუილში ცხოვრებას. ამ ტყუილის გროსმაისტერი არის ბიძინა ივანიშვილი და პატარა პაიკები, მაგალითად თალაკვაძე, რომელიც გამოდის და ურცხვად იტყუება იყო თუ არა წასული კომოს ტბაზე. ტყუილი არის ამ ადამიანების ყოველდღიური ნაწილი და გამორიცხულია ქვეყანა ტყუილში განვითარდეს. ამ ადამიანებს, ჰგონიათ, რომ მოსული არიან მუდმივად და ეს ილუზია არავის არ გასვლია და არც ქართულ ოცნებას არ გაუვა. ძალიან მალე ისინი ჩაალაგებენ ჩემოდნებს და წავლენ პოლიტიკიდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა