logo
ENG



ხაზარაძე: გავიმარჯვებთ იმ პროცენტით, რომლითაც მთავრობას დავაკომპლექტებთ

29 ოქტ 201921:23
3 წუთის საკითხავი
 
lodoptnb6cc7e9g.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი მომავალი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს იმ პროცენტით, რომელიც მთავრობას დააკომპლექტებს.

„აქ მოდის ახალი ძალა, ახალი მენტალობით. ჩვენ გავიმარჯვებთ იმ პროცენტით, რომლითაც დავაკომპლექტებთ მთავრობას. ყველა მონაცემებით და ასე ვთქვათ, ჩვენი სტრატეგიით ჩვენ დავაკომპლექტებთ მთავრობას,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.  


close დახურვა