logo
ENG



ხაზარაძე: პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს სერიოზული შეტევები

31 ოქტ 201918:55
3 წუთის საკითხავი
 
7rxvp3uifg6p1bh.jpg

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ყველაზე მაღალი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მცდელობა.

„ეკლესიის საქმეა ეკლესიის საქმე. სინოდის საქმე მათი გადასაწყვეტია. ვინ რა თქვა, ამ დეტალებში არ შევალ. თუმცა, როდესაც ამა თუ იმ მოლაპარაკებების დროს სახელისუფლებო პირები სახელდებიან, ნორმალურ სახელმწიფოში აუცილებელია ამის მოკვლევა. თუ საზოგადოებისთვის არ იქნება ცნობილი რა ხდება, ეს იქნება ძალიან ცუდი. ყველაზე მაღალი რეპუპტაციის ინსტიტუციას როგორიცაა ეკლესია და პატრიარქი, მის მიმართ ხდება სერიოზული შეტევები რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს წინა ხელისუფლებასაც ახასიათებდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ პიკს მიაღწია. რეალურად ვხედავთ თუ როგორ მიდის ყველაზე მაღალი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მცდელობა," - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.  

ამის შემდეგ მეუფე პეტრე პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."


close დახურვა