logo
ENG



ხაზარაძე: უნდათ, რომ ივანიშვილი ქვეყნის გადამრჩენლად შემოგვასაღონ

10 აპრ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

ეს არის არა დამოუკიდებელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, არამედ ვასალის მიერ გაჟღერებული პირფერობა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება - ასე აფასებენ მოძრაობა „ლელოში“ გიორგი გახარიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ, სადაც პრემიერ მინისტრმა ივანიშვილს "უნიკალური დაზღვევა უწოდა.

პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გახარიას განცხადება, "ქართული ოცნების" მხრიდან სახელმწიფოს ვერ შექმნისა და მთელი ქვეყნის ერთ პირზე გადაზღვევის აღიარებაა. 

როგორც გაერთიანების ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მმართველ გუნდს სურს, ივანიშვილი ქვეყნის გადამრჩენლად შემოასაღონ ხალხს.

„ის დამოკიდებულება, როცა პრემიერი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში იქნება სისტემური პრობლემა ქვეყანას ყავს ერთი კაცი, რომელიც ამას გადააზღვევს, ეს არის მონური აზროვნება და სახელმწიფოებრიობის დაკნინება. ეს არის იმის დადასტურება, რომ 8 წლის განმავლობაში ვერ ააშენა სახელმწიფო. ჩვენ გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო და სტრუქტურები კი არ გვაქვს, არამედ არის ერთი ადამიანი, რომელიც მოგევლლინება დამზღვევად. ეს უნდა დამთავრდეს. ერთი ადამიანი უნდა მოგვასაღონ ქვეყნის გადამრჩენლად და ესე ვერ იქნება“, - განაცხადა ხაზარაძემ. 

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არსებულ ფონდში, 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს უნიკალური დაზღვევა და როდესაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ის ყოველთვის ეხმარება საქართველოს.

 


close დახურვა