logo
ENG



გიორგი გახარია: საქართველოს ივანიშვილის სახით უნიკალური დაზღვევა ჰყავს

09 აპრ 202013:34
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არსებულ ფონდში, 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს უნიკალური დაზღვევა და როდესაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ის ყოველთვის ეხმარება საქართველოს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ფონდში არსებული თანხები ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული. 

„stopcov.ge-ს ფონდში ჩარიცხული თანხები გამოყენებული იქნება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. როდესაც კოვიდ 19-ზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ ორ ფრონტზე ჯანმრთელობის და ეკონომიკის ვიბრძვით და ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას. 

ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და 100 000 000 ლარის გადარიცხვა ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისათვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა საქართველოს მოქალაქის სახით. ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ სადაც სახელმწიფოს უჭირს, რაც უაღრესად დასაფასებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა Stopcov.ge-ს ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

 


close დახურვა