ქართული ოცნება მხილებულ ღარიბაშვილს იცავს, შესაძლო კორუფციას არ იმჩნევს, სამაგიეროდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო. ხელისუფლების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა მამუკა ხაზარაძე. საპასუხოდ ლელოს დამფუძნებელი ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ხაზარაძე სასამართლოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის იმ განცხადების გამო მიმართავს, რომლითაც ლელოს დამფუძნებელი წარსულში ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა. ლელოს უკვე აქვს საჯარო განცხადებების გამო სასამართლოში წასვლის გამოცდილება. ბადრი ჯაფარიძემ გია ვოლსკის უჩივლა, მაგრამ სასამართლო ჯერჯერობით არც კი გამართულა.
ხაზარაძე კობახიძის წინააღმდეგ
11 სექ 202320:09
3 წუთის საკითხავი