logo
ENG



ხაზარაძე ფულის გათეთრების საქმეზე: პირველად მაქვს საშუალება, მოვუყვე სასამართლოს, რა მოხდა

06 დეკ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ლიდერმა და თიბისის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს პირველად მიეცემა საშუალება, სასამართლოს მოუყვეს მის ბრალდებაზე, თუ რა მოხდა. მან პროცესზე შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე შეთითხნილია და არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა.

"3 წლის შემდეგ, ამ აბსურდის მოსმენის და ყურების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, მოვუყვე სასამართლოს, რა მოხდა კონკრეტულად და რატომ არის ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული. გვედავებიან ისეთ რაღაცას რაც ბუნებაში არ არსებობს. არანაირი ფულის გათეთრება არ მომხდარა, ეს აბსურდია და ეს ყველასთვის ნათელია.

ერთ ტრანზაქციას არ სჭირდება 3 წლის გამოძიება და სასამართლოში სიარული, ეს საქმე არის შეთითხნილი. ბიძინა ივანიშვილის მართული სასამართლო, ეს არის მიტაცებული სასამართლო, მიტაცებული ხელისუფლება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღევანდელ პროცესზე ისევ დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.


close დახურვა