logo
ENG



ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

06 ივნ 202221:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/y23rej7wefkter6.png

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

დღეს, 6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა.

თავდასხმის შემდეგ ბეძენიშვილმა მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დააპირა მშვიდად საუბარი თავდამსხმელთან, თუმცა ეს მათი ინტერესი არ იყო.

"მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი და რაღაცეების გარკვევა და მერე თქვა, რომ აი ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, შენც აყევი, მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო და მერე გადავიდნენ [გინებაზე], აქ ვერ გაივლიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას ხაზგასმით და სპეციალურად", - ამბობს ბერძენიშვილი.


close დახურვა