ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა, უბედურების ზონად იქცეს - დიდი საფრთხე ხარაგაულში, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება არ იმჩნევს.
ახალი რკინიგზის მშენებლობისას გვირაბებიდან გამოტანილი 5 მილიონი კუბური მეტრი მიწით, სოფელ ნუნისში, მდინარე ფიჭვნარის წყლის ხეობა ამოავსეს.
სპეციალისტის განმარტებით, მოსალოდნელია მიწის მასის ჩამოშლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვარცოფის დაწყებიდან 7-8 საათში, მთლიანად განადგურდება ჩხერიმელას ხეობის სოფლები. სპეციალური რეპორტაჟი გადაცემა „ნამდვილ ამბავში“ გავიდა, ადგილზე პლატფორმა მისმინეს დამფუძნებელი ეკა კვესიტაძე იმყოფებოდა.
