აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად ირანში ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდა.
შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს, თავად მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას კი კადრები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დაესწრება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაეილ ბაღაეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი" დაესწრონ ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას, რადგან ისინი ომის დროს "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".
