logo
ENG



ხანძარი მესტიაში - ცეცხლის ქრობის პროცესში 140 მეხანძრეა ჩართული

19 ნოე 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
b8yfszprgegp7wd.jpg

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

"მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 


close დახურვა