logo
ENG



ხანძარს ორი კილომეტრი აშორებს რადიოაქტიური ზონისგან - იაროსლავ იამელიანენკო

13 აპრ 202021:20
3 წუთის საკითხავი
 
krllb3b15vuhywb.jpg

უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, იაროსლავ იამელიანენკო სოციალურ ქსელში ჩერნობილში გაჩენილი ხანძრის ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს. როგორც იაროსლავ იამელიანენკო წერს, ჩერნობილში მდგომარეობა კრიტიკულია.

„სიტუაცია კრიტიკულია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონტროლქვეშაა მდგომარეობა, თუმცა ეს ასე არაა - ცეცხლი ახალ ტერიტორიებზე გადადის. ხანძარი უახლოვდება პრიპიატს და უკვე ორი კილომეტრიღა აშორებს რადიოაქტიური საცავისგან. მიუხედავად მეხანძრეების მუშაობისა, ქარი ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს და ის თანდათან უახლოვდება რადიოაქტიურ ნარჩენებს. ცეცხლი სპეციალურად იქნა გაჩენილი, რაც ტერორისტული აქტის შთაბეჭდილებას ტოვებს და საერთაშორისო დონის მოვლენაა. ვთხოვ ჩვენ მთავრობას, შეეშვას სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს ყველაფერი კარგადაა", - წერს იაროსლავ იამელიანენკო.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილში ხანძარი 5 აპრილს გაჩნდა.  ხანძრის განზრახ გაჩენისთვის პოლიციელებმა ერთი ადამიანი დააკავეს. 


close დახურვა