logo
ENG



ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

06 ოქტ 202315:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/e9kycvwq2l7okbi.jpg

ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ცნობით, თავდასხმას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, თავდასხმის დროს დაზიანდა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაინგრა ერთი კერძო სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ოკუპანტებმა ისკანდერები გამოიყენეს. 


close დახურვა