logo
ENG



ხარშილაძე: ბიძინა ივანიშვილი თამაშობს რუსულად

09 მარ 202022:51
3 წუთის საკითხავი
 

 

ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაზე ისაუბრა, როგორც ხარშილაძემ გადაცემაში განაცხადა ივანიშვილი შეთანხმებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის გამო დათანხმდა.

„სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსი რომ იყო ჩამოსული, და მერე უკვე ინტერვიუ რომ იყო კიზინგერთან სიტყვა სანქციები პირდაპირ გაჟღერდა, თქვეს, რომ ქართველ ხალხს არ დავსჯითო, ამის მოლდოვური სცენარი არ იქნება, როდესაც ევროკავშირმა ჯერ მოუხსნა მოლდოვას დახმარებები და მერე მიადგნენ უკვე, პირდაპირ ითქვა ის, რომ ჩვენ დავსჯით იმას, ვინც დემოკრატიას უშლის ხელს და აქ თალაკვაძის როლი და კობახიძის როლი გასაგებია, შესაბამისად ამ შეთანხმებაზეც იმიტომ წავიდა ივანიშვილი. ბიძინა ბიზნესმენი რჩება, ახლა არის ძალიან რთულ სიტუაციაში, ბიძინა თამაშობს რუსულად “,-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება.

 


close დახურვა