logo
ENG



ხარშილაძე: ვერ ვხედავ იმის პირობას, რომ ივანიშვილს უპირობოდ აქვს წაგებული არჩევნები

03 ივნ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 

„სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ გაერთიანებული ოპოზიციის მოლოდინებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვს, მაინც ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევთ რათა საბოლოო შედეგებამდე მივიდნენ.

​ხარშილაძის განცხადებით, ოპოზიცია მანამდე არის გაერთიანებული, სანამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს.

„მე ვერ ვხედავ იმის პირობას, რომ ივანიშვილს უპირობოდ აქვს წაგებული არჩევნები. ეს ასე არ არის. გაზრდილია ქართული ოცნების პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსები აქვს, ძალიან ბევრი მუშაობს მოუწევთ, რომ ამ შედეგემაბდე მივიდნენ. ოპოზიციის შიგნით ეს განწყობა სახიფათოა იმიტომ, რომ მოშვებულობის და შიდა გადანაწილების სქემებისკენ უბიძგებს ოპოზიციას, რაც ძაან ნაადრევია და ძალიან სახიფათოა. 

ძალაუფლების სუნი თუ დადგა, ეს ძალიან ეკლექტური ოპოზიცია, რამდენად დარჩება გაერთიანებულად, ჩემი აზრით საკითხავია. ჩემი აზრით ოპოზიცია გაერთიანებულია მანამ, სანამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ჯერ კიდევ პროცესია. თუ მათ დაიჯერეს, რომ ეს შემდგარი ფაქტია, ამ ეკლექტური ოპოზიციის შეწებება სულ უფრო და უფრო რთული იქნება“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.


close დახურვა