logo
ENG



ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

11 ოქტ 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
y9azcopgc627o3f.jpg

ხაშურიში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ქალბატონი "ევექსის კლილნიკის" ხაშურის ფილიალშია გადაყვანილი. კლინიკაში "ფორმულას" განუცხადეს, რომ დაჭირლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

"ფორმულას" ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფება. მამაკაცი მეუღლეს ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევდა. ქალბატონი ქმრის სახლში სწორედ შვილებთან შესახვედრად მივიდა, რასაც მათ შორის დაპირისპირება და მწვავე კონფლიქტი მოჰყვა. მამაკაცმა ცოლს სავარაუდოდ, სანადირო თოფითან ესროლა და ჭრილობა თავში მიაყენა.

მომხდარზე უკვე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. როგორც შსს-მ "ფორმულას" განუცხადა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობის მცდელობას გულისხმობს. ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


 

 


close დახურვა