logo
ENG



ხელვაჩაურის მერია: ადიდდა მდინარე მაჭახელა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები

20 სექ 202513:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/20/kpygeyf3gos54yj.jpg

ხელვაჩაურის მერიის ცნობით, ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან.

მათი თქმით, მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებენ ხელვაჩაურის მერიაში.


close დახურვა