logo
ENG



ხელვაჩაურის სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

13 თებ 202312:06
3 წუთის საკითხავი
 

ხელვაჩაურის სუს-ის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. 

ფორმულას ინფორმაციით, სურმანიძე ბათუმიდან ჩაქვში საცხოვრებელ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჩასწორება: სათაურის თავდაპირველი ვერსია იყო, რომ ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით დაზუსტდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი იყო.


close დახურვა