„ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარების გასარკვევად, პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი განსახილველად წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის ფაქტები უნდა შეისწავლონ.
"დღეს ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ყველაფერზე ისაუბროს, ყველა პრობლემაზე ისაუბროს და არ ისაუბროს მხოლოდ მეუფე იაკობის განცხადებაზე. ბუნებრივია ამ პროკურატურას და სამართალდამცველი უწყებების პირობებში, ეს საქმე არ იქნება გამოძიებული. ის განცხადება თავისი შინაარსით, რომელიც არ უარყო სხვათაშორის არც წმინდა სინოდმა განხილვაზე, აუცილებლად იქნება გამოსაძიებელი და დროებითი საგამოძიებო კომისია არის სწორედ სწორედ ის მექანიზმი, რომელმაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს ამ სურათს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.