logo
ENG



ხელისუფლებ კუბილიუსის კრიტიკულ წერილზე: ის გამოირჩევა სუბიექტური განცხადებებით

08 მაი 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარის მწვავე და კრიტიკული წერილის უშუალო ადრესატებს - პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. "ქართული ოცნების" პრეს-სამსახურმა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებები გაავრცელა, მათ შორის დავით სონღულაშვილის თქმით, აღნიშნული წერილი არ გამოხატავს მთლიანად ინსტიტუტის პოზიციას და ესაა მხოლოდ ერთი რიგითი კანონმდებლის პოზიცია. 

"ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ის არ წარმოადგენს ინსტიტუციის პოზიციას, რადგან განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტთან. ეს არის კონკრეუტლი ადამიანის პოზიცია, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა სუბიექტური განცხადებებით",-აცხადებს დავით სონღულაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტიდან მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 


close დახურვა