logo
ENG



"აღარ არის არსებითი, მთავარია პოზიცია გამოვხატე" - სონღულაშვილი პოსტის წაშლაზე

22 მარ 202312:09
3 წუთის საკითხავი
clock 561
2023/03/22/ds7b6b73mb46i52.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, რომელმაც რუსულ კანონზე კრიტიკული პოსტი დაწერა და შემდეგ წაშალა, ამბობს, რომ პარტიიდან საყვედური არ მიუღია. ფორმულას კითხვაზე, რატომ წაშალა პოსტი, სონღულაშვილი ამბობს, რომ ეს "აღარ არის არსებითი".

"რაც შეეხება ჩემს პოსტს, მე გამოვხატე ჩემი პოზიცია... [პოსტის წაშლა] აღარ არის არსებითი, მთავარია, რომ პოზიცია გამოვხატე... რატომ უნდა მივიღო საყვედური [პარტიისგან]" - თქვა სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც უცხოური აგენტების შესახებ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგ დეპუტატმა დაპოსტა, რომ მისი მიღება შეცდომა იყო. მალევე პოსტი აღარ იძებნებოდა.


close დახურვა