ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია - ექსკლუზიური კადრები შაბათის ფორმულაში - როგორ იქმნებოდა ერთი შეხედვით მარტივი წარწერა, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, სანდრო სულაბერიძის მთავარ ნამუშევრად იქცა და რომლითაც ახალგაზრდა ფოტოგრაფმა, ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა. პერფორმანსი თავისუფლებისთვის, სანდრო სულაბერიძეს ლამის თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა საზოგადოების და კოლეგების რეაქციის შემდეგ, ხელისუფლებამ მისი დასჯა გადაიფიქრა. მაგრამ დროებითი ზავი კულტურასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან, თეა წულუკიანის ომის დასარული სულაც არ არის. ბიძინა ივანიშვილის მთავარი კომისარი, რეპრესიებს, 1930-იანი წლების მეთოდებით კულტურის მინისტრის პოსტის დაკავების პირველივე დღიდან ისევ დიდი წარმატებით განაგრძობს.
ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია - შაბათის ფორმულა
18 თებ 202320:25
3 წუთის საკითხავი