ხვალ, 22 მარტს კულტურის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება. კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეა, რომელიც პარლამენტის 80-მა დეპუტატმა ამ პოსტზე 18 მარტს აირჩია.
ხვალინდელ სხდომაზე ბოლქვაძის მოადგილეებს აირჩევენ. არსებული ინფორმაციით, მისი პირველი მოადგილე ქეთევან დუმბაძე იქნება.
კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად გამოყოფას პარლამენტმა მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა, ის მანამდე განათლებასთან და მეცნიერებასთან ერთიანდებოდა.