logo
ENG



ხვედელიანი: ჩვენი ამოცანაა, მამულაშვილმა გაიმარჯვოს, რათა გააერთიანოს დაქსაქსული პარტია

21 იან 202310:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/21/nh2koe10i0yweyx.jpg

ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, ნონა მამულაშვილი იყოს არჩეული იმიტომ, რომ გააერთიანოს დღეს დაქსაქსული პარტია. რა სჭირდება თავმჯდომარეს? მას სჭირდება რამდენიმე თვისება. ესაა გამბედაობა, რადგან დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა საჭიროებს უდიდეს გამბედაობას. სჭირდება სერიოზული საერთაშორისო კონტაქტები, რადგან დღეს ქვეყანა მოწყვეტილი დასავლურ კურსს და სჭირდება სწრაფი აღდგენა. სჭირდება მნიშვნელოვანი ურთიერთობები უკრაინასთან, რომელთანაც ხელისუფლებამ მთლიანად დაგვაშორა.

მე არ მინდა არც ნიკა მელია, არც ლევან ხაბეიშვილი და არც გიორგი მუმლაძე გავაკრიტიკო. ნიკა მელია იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგა, თავი გაწირა, ციხეში იყო, ამდენი წელია ბრძოლაშია ჩართული, მაგრამ მას აქვს სერიოზული პრობლემები პარტიის მართვასთან. ლევან ხაბეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად შრომობდა, ანტიკორუფციული საკითხებით იყო დაკავებული, მაგრამ ახლა ლევანს, ჩემი აზრით, აქვს მდგომარეობა, რომ ცდილობს თავს ზევით ახტეს, რაშიც დახმარებას იღებს გარედან და ეს გარედან დახმარება ძალიან დააზიანებს პოლიტიკურად. გიორგი მუმლაძეც ძალიან პოზიტიური ადამიანი და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნონას გამარჯვების შემთხვევაში ყველა ამ ადამიანს შეეძლება, თავისი ღირსეული როლი დაიკავოს პარტიაში და შეძლონ, რომ საუკეთესო მხარეებით იბრძოლონ და პარტიას შემატონ ამომრჩეველი.


close დახურვა