logo
ENG



ხვიჩია: პრემიერს ვთხოვ, ოპოზიციასთან გავხსნათ სადისკუსიო სივრცე, დავიწყოთ ლაპარაკი

18 ნოე 202214:31
3 წუთის საკითხავი
 

პარტია გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმინისტრს სთხოვა, გაიხსნას ოპოზიციასთან სადისკუსიო სივრცე და "ჩხუბმა და კამათმა" მედიაში გადაინაცვლოს.

ხვიჩიას თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რათა დასავლეთმა დაინახოს რომ პოლიტიკური სპექტრი ცივილურობის ფარგლებში იქცევა და ქვეყნის ინტერესების დაცვის „ენერგია აქვს“.

„მე მინდა ქართულ ოცნებას და პრემიერმინისტრს ვთხოვო ის, რომ გავხსნათ სადისკუსიო სივრცე, დავიწყოთ ლაპარაკი, როგორიც არ უნდა იყოს ეს ლაპარაკი ოპოზიციასთან. საჩხუბარია? სტუდიებში იყოს ეს ჩხუბი, საკამათოა? სტუდიებში ვიკამათოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დასავლეთმა დაინახოს, რომ ჩვენ ცივილურობის ფარგლებში ვიქცევით, რომ სტუდიებში ვკამათობთ, ვჩხუბობთ - ეს მათთანაც ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიუხედავად, გვყოფნის ენერგია, რომ ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. მე ეს მინდოდა პირველ რიგში მეთხოვა თქვენთვის, რადგან შემდეგ მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, ამ გახსნილ მედიაში ბევრი მაქვს სალაპარაკო: ვის დავუჭერ მხარს მომავალში თუ სახალხო მხარდაჭერა მექნება და ვის შევუკრავ კოალიციას. მე მინდა რომ პროაქტიულად იდოს ჩემი პასუხი ამაზე და არა ის ,რომ მედია დამდევდეს მიკროფონებით, შევდივარ პარლამენტში, შევუკრავ თუ არა ვინმეს კოალიციას და ასე შემდეგ“  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, გირჩი "კოალიციას იმასთან შეკრავს", ვინც ქვეყნის განვითარების გზის შესახებ მათ ფორმულას მეტად დაეთანხმება. დეპუტატი აცხადებს, რომ მას უნდა გირჩთან მოსალაპარაკებლად კონკურენცია შექმნას ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამისთვის კი, მისი თქმით, საჭიროა, როგორც სახელისუფლებო ასევე დამოუკიდებელი მედიაში დისკუსიის შესაძლებლობა არსებობდეს.

 

close დახურვა