logo
ENG



ხიდაშელი:ხელისუფლების პოლიტიკა ნაკარნახევია მოსკოვის შიშით-რას იტყვის კრემლი

25 ივნ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

"ემერიქან ენთერფრაიზ ინსტიტუტში" გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხებოდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსულ პროპაგანდაზე და ზეწოლაზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაც გააკრიტიკა. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ პრორუსული მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია, თუმცა ახლანდელი მთავრობის პოლიტიკა არა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი, არამედ მორგებულია იმაზე, არ გააღიზიანოს რუსეთი.

"მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველოს რომელიმე მთავრობა, რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ემსახურებოდა. განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ახლა, ან ადრე პრორუსული მთავრობა ჰყავდა. პრობლემა, განსაკუთრებით ახლამდელი მთავრობის ის არის, რომ მათი პოლიტიკა არა საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი, უფრო მოსკოვის შიშით. „რას იტყვის კრემლი, როგორი რეაქცია ექნება კრემლს, როგორი იქნება პუტინის რეაქცცია“. ამ პროცესში კი მოსკოვის მოსაზრების მუდმივად მხედველობაშ მიღება, გარკვეულწილად შენს საკუთარ სამოქმედო გეგმას გაკარგვინებს",-აცხადებს თინა ხიდაშელი.


close დახურვა