logo
ENG



ხიდაშელი: ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა, პროპორციული რომ გვქონდეს, უმცირესობაში ვიქნებითო

18 ნოე 201921:32
3 წუთის საკითხავი
 
ou3jc1xgaiz8n3n.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე.

„პირველი დღიდან ბიძინა ივანიშვილი იყო ამ მოდელის წინააღმდეგი. 2012 წლის პარლამენტში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და ინიცირება მოხდა დათოს (უსუფაშვილის) მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის, რომელსაც ის (ივანიშვილი) საჯაროდ დაეთანხმა და მოიწონა. საბოლოო ჯამში ის არ განხორციელდა. დღეს დათომ წარმოადგინა დოკუმენტი, რომ გერმანულ მოდელს ვთავაზობდით ივანიშვილს. ივანიშვილს მუდმივად ჰქონდა თავისი მათემატიკა. ამბობდა, რომ გვქონდეს პროპორციული, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში და ყველა დანარჩენი იქნება უმრავლესობაში. ამას ივანიშვილი თავად ამბობდა, არასაჯარო ფორმატში," - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 


close დახურვა