logo
ENG



ხმაური პარლამენტთან - არ არის სწორი, რომ არ მაძლევენ სამსახურში შესვლის საშუალებას

18 ნოე 201910:58
3 წუთის საკითხავი
 
b2vdcdcwyzfkxgv.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტში მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი დეპუტატებს  შეწძაზხილებით "ივანიშვილის მონა" ხვდებიან.

რევაზ არველაძის განცხადებით, დღეს სამსახურში ენერგეტიკაზე შემოსული სამი კანონპროექტის განსახილველად მოვიდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემენ, ის წავა და უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. არველაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ ხვლილებებს მხარს უჭერდა. 

"ვთქვი ჩემი მოსაზრება მე არ მიმაჩნია სწორი იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომელმაც  არ მისცა ხმა ამ კანონპროექტს. მე მივეცი ხმა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვფიქრობდი დღეს შესანარჩუნებელია მაჟორიტარული სისტემა, რახან გუნდმა გადაწყვიტა, თუ გუნდია გუნდი უნდა იყოს. დღეს მოვედი მე სამსახურში. სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და ისინი მინდოდა მენახა, როგორ არის და რა არის. არ არის სწორი, რომ არ მაძლევენ სამსახურში შესვლის საშუალებას. ყველას აქვს თავისი მოსაზრება. თუ ვერ მოვახერხე არ შევალ და ეგ იქნება. არ შეიძლება, რომ იძახიან სხვა სისტემაზე გადავიდეთ და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ამას ყველაფერს საკანონმდებლო ნორმების მიღება  სჭირდება. აქცია იმისთვის არის, რომ რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს. რა შედეგი იქნება არ ვიცი. თუ არ მომეცა პარლამენტში შესვლა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს", - განაცხადა რევაზ არველაძემ.


close დახურვა