თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დილიდან ხმაური იყო. სოციალურად დაუცველი ოჯახი კლინიკის წარმომადგენელებისგან იმის ახსნას ითხოვდნენ, თუ რა პრინციპით მოხდა მათი ახალშობილის სოციალური აგენტისთვის გადაცემა და თავშესაფარში გადაყვანა.
ბავშვი იანვარში დღენაკლული დაიბადა და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებოდა, 8 მაისს კი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს.
კლინიკაში ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ჩვილის მოსანახულებლად სამი თვის განმავლობაში არ გამოჩენილან და სავარაუდოდ ბავშვი თავშესაფარსაც ამიტომ გადაეცა.